სამხრეთ კორეა კიმ ჩენ ირის დაკრძალვაზე მხოლოდ ორ ჯგუფს გზავნის
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც სეული ფხენიანში ყოფილი ლიდერის კიმ ჩენ ირის დაკრძალვაზე მხოლოდ ორ ჯგუფს აგზავნის. ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, "ამან შესაძლოა გაუთვალისწინებელი კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს." ფხენიანმა ბრალი დასდო სეულს კიმ ჩენ ირის დაკრძალვაზე სამხრეთ კორეის მოქალაქეების დასწრების შეზღუდვაში. ფხენიანის განცხადებით, სეულის ქმედებამ შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაართულოს.