ჩრდილოეთ კორეის ახალი ლიდერი კიმ ჩენ ინი ფხენიანის საპრეზიდენტო მავზოლეუმში მივიდა, რათა პატივი მიაგოს მამას და ქვეყნის ყოფილ ლიდერს -კიმ ჩენ ირს. შაბათს კომუნისტური ქვეყნის წინამძღოლის გარდაცვალებამ ჩრდილოეთ კორეაში საყოველთაო გლოვა გამოიწვია. კიმ ჩენ ირის გვამი ყვავილებით მორთულ შუშის სასახლეშია დასვენებული.
სამხრეთ კორეამ მეზობელ ქვეყანას სამძიმარი მეორე დღესვე გამოუცხადა. თუმცა, ქვეყნის ლიდერთა განცხადებით სამხრეთ კორეა ფხენიანში დაგეგმილ დაკრძალვაზე ოფიციალური დელეგაციის გაგზავნას არ აპირებს.
კიმ ჩენ ირის დაკრძალვა 28 დეკემბერს გაიმართება. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით დაკრძალვაზე უცხოეთის დელეგაციები საერთოდ არ დაიშვებიან.