აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში ოფიციალურად განაცხადა, რომ ბოლო დროის მსოფლიოში ყველაზე ავადსახსენებელი ტერორისტი, ალ ყაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი ამერიკელმა სამხედროებმა პაკისტანის ტერიტორიზე ერთ-ერთი ოპერაციიის დროს მოკლეს.
თითქმის 10 წლის განმავლობაში აშშ-ი დაეძებდა ბინ ლადენს. ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოხდა აბო ტაბადში ჰაზარას რაიონში, რომელიც პუნჯაბს ესაზღვრება. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა ბინ ლადენის ადგილ-სამყოფელის დადგენაში აშშ-ს დიდი დახმარება გაუწია პაკისტანის სადაზვერვო უწყებამ.
თეთრი სახლის წინ, გუშინ ამერიკელები ამ სიახლეს დღესასწაულობდნენ.