სირიის მთავრობამ ბოლო რვა თვის განმავლობაში 4000-მდე საკუთარი მოქალაქე გამასალმა სიცოცხლეს.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენლის განცხადებით, სირიის მთავრობის მიერ განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაითრია.
ჟენევაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ნავი პილაიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სირიაში უფრო მეტი ადამიანი იღებს მთავრობის წინააღმდეგ ხელში იარაღს. კომისარის განცხადებით, სირიის მთავრობამ ბოლო რვა თვის განმავლობაში 4000-მდე საკუთარი მოქალაქე გამასალმა სიცოცხლეს.
ხვალ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო სასწრაფო შეხვედრას გამართავს, რომელზეც სირიაში შემქნილ კრიზისს განიხილავენ.
ამ ფონზე, სირიის მთავრობა ამტკიცებს, რომ მსგავსი ზომები შეიარაღებული ტერორისტების წინააღმდეგაა მიმართული, რათა ქვეყნის მოსახლეობა სერიზული საფრთხისგან დაიცვან.