სირიაში, ქალაქ ჰომსში ბაშარ ალ ასადის მომხრეებმა 34 აქტივისტი გაიტაცეს და შემდეგ მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის ოპოზიციამ გაავრცელა. ადამინის უფელბათა დამცველები სირიაში აცხადებენ, რომ აქტივისტთა გარდაცვალების მიზეზი ამ დროისათვის დაუდგენელია. თუმცა მოსახლეობა და ოპოზიცია ირწმუნება, რომ ზოგიერთ უბანში ადგილი ჰქონდა ადამიანების გააცებას, მოყოლებული კვირა დღიდან. ბრიტანელი უფლებადამცველები თავის მხრივ ამერიკის ხმასთან საუბარში იმასაც ამბობენ, რომ ქვეყნის უშიშროების ძალებმა 5 მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს ქალაქ ჰომსში, ერთი კი დარააში გამოასალმეს სიცოცხლეს.
პოპულარული
1