გაეროს უშიშროების საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობას შესაბამის პასუხს მოსთხოვს.
გაეროს რეზოლუციების და აშშ-სა და სხვა ქვეყნების გაფრთხილებების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეამ კოსმოსში რაკეტა მაინც გაუშვა.
ვაშინგტონის განცხადებით, გაშვება მარცხით დასრულდა. თუმცა ფხენიანი ამტკიცებს, რომ პარასკევს დილის 7:39 წუთზე რაკეტამ ორბიტაზე სატელიტური ანტენა გაიტანა. თუმცა ვაშინგტონს და აზიის ქვეყნების ლიდერებს ღრმად სწამთ, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობას ბალისტიკური რაკეტის გამოცდა სურდა.
გაეროს უშიშროების საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩრიდილოეთ კორეის მთავრობას შესაბამის პასუხს მოსთხოვს.
აშშ-ს მთავრობის ვინაობადაუდგენელ პირთა აზრით, ჩრდილოეთ კორეის რაკეტის გაშვების პროცესი მარცხით დასრულდა და რაკეტა სტარტიდან პირველივე წუთებში ჰაერში ნაწილებად დაიშალა.