პრეზიდენტი ობამა რესპუბლიკელებს ადანაშაულებს

პრეზიდენტი ობამა რესპუბლიკელებს ადანაშაულებს

აშშ-ში მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ.

პრეზიდენტმა ობამამ შაბათის ყოველკვირეულ მიმართვაში განაცხადა, რომ უმუშევრობის ახალი მაჩვენებლიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, მაშინ როცა საშუალო კლასი და ქვეყნის ღარიბი მოსახლეობა ჯერ ისევ განსაცდელშია.

სიმდიდრე და წარმატება მისასალმებელია და ეს ფაქტი უდავოდ უნდა ვიზეომოთ - აღნიშნა მან. „თუმცა, საბოლოო ჯამში მხოლოდ ზედა ფენის ადამიანების კერძო ქონების ზრდა ქვეყნის წინსვლას ვერ განსაზღვრავს“.

პრეზიდენტმა კონგრესის რესპუბლიკელები ამერიკის ეკონომიკური პრობლემების იგნორირებაში დაადანაშაულა. ისინი ბატონი ობამას მიერ შეთავაზებულ ახალი საშემოსავლო გადასახადს არ აძლევენ ხმას, რომელიც ქვეყნის მილიონრებისთვის გადასახადის გაზრდას ითვალისწინებს.

რესპუბლიკელთა საპასუხო მიმართვაში ილინოისელმა კონგრესმენმა, ბობი შილინგმა, განაცხადა, რომ პოლიტიკა ეკონომიკას ვერ შველის და დემოკრატებს მოუწოდა მხარი სამუშაო ადგილების შექმნის რესპუბლიკელთა მიერ შემუშავებულ გეგმას დაუჭირონ.