ფონდის დირექტორმა ასევე მოუწოდა ეკონომიკური პრობლემების მქონე ევროპის ქვეყნებს სასწრაფოდ რეფორმები გაატარონ.
ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრები დასრულდა. წამყვანი ეკონომიკის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მსოფლიოს ქვეყნებს და განსაკუთრებით ევროპას, ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში დაეხმარებიან.
სავალუტო ფონდის დირექტორმა ქრისტინ ლაგარდმა შეხვედრების წარმატებად ახალი სარეზერვო რესურსის სახით შემოსული 430 მილიარდი დოლარი დაასახელა. ამ დახმარებას საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჩინეთი, რუსეთი, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და დიდი ბრიტანეთი გაუწევენ.
ფონდის დირექტორმა ასევე მოუწოდა ეკონომიკური პრობლემების მქონე ევროპის ქვეყნებს რეფორმების გატარება დააჩქარონ და რომ სავალუტო ფონდი გაამკაცრებს სადამკვირვებლო მექანიზმებს.