უკრაინაში ევროპის ლიდერები არ ჩავიდნენ

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინამ შესაძლოა ევროპის თვალში ნდობა დაკარგოს.

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე პირველი უცხოელი ლიდერია, ვინც უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო ციხიდან გადაყვანის შემდეგ, საავადმყოფოში მოინახულა.

ქალბატონმა გრიბაუსკაიტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინამ შესაძლოა ევროპის თვალში ნდობა დაკარგოს.

სამშაბათს უკრაინის მთავრობამ გადადო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან სამიტი. უმაღლესი დონის შეხვედრა იალტაში პარასკევს და შაბათს უნდა გამართულიყო. 10 ევროკავშირის ლიდერმა, მათ შორის, გერმანიის და ჩეხეთის პრეზიდენტებმა ტიმოშენკოს მკურნალობაზე უარის თქმის გამო, უკრაინას სამიტზე დასწრებაზე უარი განუცხადეს.

ქალბატონი ტიმოშენკო თითქმის სამი კვირის შიმშილობის შემდეგ, ოთხშაბათს ციხიდან ადგილობრივ საავადმყოფოში ხერხემლის ქრონიკული ტკივილით გადაიყვანეს.