ასადი პირობას დებს

SYRIA

საუდის არაბეთმა გააკრიტიკა რუსეთი და ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, რითაც სისრიაში კონფლიქტის გაღვივებას შეუწყვეს ხელი.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, ქვეყნის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა პირობა დადო, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა ქვეყანაში კონფლიქტი მშვიდობიანი გზებით მოაგვაროს. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ სირიის მთავრობა ტერორისტებთან პოლიტიკურ მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, სირიაში გაეროსა და არაბული ლიგის ელჩია კოფი ანანი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს დამასკოსში შეხვდა. ლიდერებმა სირიაში მიმდინარე კონფლიქტის ირგვლივ იმსჯელეს. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ შეხვედრა დადებითად შეაფასა.

ამ ფონზე, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ქალაქ იდლიბში ქვეყნის უშიშროების ძალებმა იერიში მიიტანეს.

კოფი ანანი აცხადებს, რომ სირიის მეამბოხე ძალების იარაღით მომარაგება სირიაში კონფლიქტს კიდევ უფრო გააღვივებს. ქაიროში შეხვედრისას არაბული ქვეყნების ოფიციალური პირებმა სირიის კონფლიქტში ქვეყნის მთავრობა დაადანაშაულეს. ყატარის პრემიერ მინისტრმა კი ოფიციალურ დამასკოს გენოციდში დასდო ბრალი. შიეხმა ჰამად ბინ იასემ ალ თანმა სირიის მეამბოხე ძალებს მოუწოდა ბრძოლა არ შეწყვიტონ.

ამ ფონზე, საუდის არაბეთმა გააკრიტიკა რუსეთი და ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, რითაც სისრიაში კონფლიქტის გაღვივებას შეუწყვეს ხელი.

გაეროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სირიაში გასულ წელს დაწყებული ასადის საწინააღმდეგო კამპანიას 7500 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სირიის მთავრობა აცხადებს რომ კონფლიქტის შედეგადს 2000 ჯარისიკაცი დაიღუპა.