იორდანიაში გაქცეული სირიელი დევნილების ინფორმაციაზე დაყრდნობით უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საერთაშორისო ამნისტიამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სირიის ხელისუფლება პასუხისმგებელია ქვეყანაში დატრიალებულ ტრაგედიაზე. ოფიციალური დამასკო ორგანიზაციის დასკვნას არ ეთანხმება.
ბაშარ ალ-სადის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი შეიარაღებულ ტერორისტულ ჯგუფებს ებრძვიან. საერთაშორისო ამნისტია აცხადებს, რომ ასადის წინააღმდეგ ამბოხების დაწყების დღიდან ქვეყანაში ადამიანთა წამების ფაქტები გახშირდა.