აშშ-ის პრეზიდენტი ავსტრალიაში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ავსტრალიაში ჩავიდა

დარვინში პრეზიდენტი ამერიკის საზღვაო ფლოტის ახალ ბაზაზე გამოვა სიტყვით

ბარაკ ობამა ავსტრალიაში ჩავიდა. ვიზიტის მიზანი ორ უახლოეს მოკავშირეს შორის ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების განხილვაა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოთხშაბათს ავსტრალიის პრემიერ მინისტრს შეხვდება, რის შემდეგაც ის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

ხუთშაბათს პრეზიდენტი ობამა ავსტრალიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც ქალაქ დარვინში გაემგზავრება. დარვინში პრეზიდენტი ამერიკის საზღვაო ფლოტის ახალ ბაზას ესტუმრება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ავსტრალიაში ვიზიტი ემთხვევა ღირშესანიშნავ თარიღს - ამერიკასა და ავსტრალიას შორის თავდაცვის ხელშეკრულების 60 წლისთავს.

პრეზიდენტი ობამა ავსტრალიიდან ინდონეზიაში მიემგზავრება, სადაც იგი აღმოსავლეთ აზიის სამიტზე რეგიონალურ ლიდერებს უნდა შეხვდეს.