ჰამასი ღაზას სექტორს მართავს და უარს აცხადებს ისრაელის სახელმწიფოდ აღიარებაზე.
ჰამასის ლიდერი ხალედ მაშაალი აცხადებს, რომ მისი მმართველობის ვადის გასვლის შემდეგ, ის მოძრაობის ხელმსძვანელის თანამდებობაზე კენჭს აღარ იყრის. მოძრაობის გავლენიანი ლიდერები კი მას თანამდებობაზე დარჩენას სთხოვენ.
მაშაალმა ამის შესახებ განცხადება დღეს გამოaქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ ვინ იქნება ჰამასის ლიდერი. გადაწყვეტილება ჯგუფის მმართველმა საბჭომ შურამ უნდა მიიღოს.
ჰამასი ღაზას სექტორს მართავს და უარს აცხადებს ისრაელის სახელმწიფოდ აღიარებაზე.