ისრაელისა და პალესტინის დიპლომატები იორდანიაში სამშვიდობო მოლაპარაკებებს განაახლებენ. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მხარეები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. სამშვიდობო მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც ისრაელმა არ შეაჩერა ებრაული დასახლებების უკანონო მშენებლობა. მხარეები დიალოგის მზადყოფნას აცხადებენ, თუმცა ოპტიმიზმი დიდი არ არის, რადგანაც ებრაული დასახლებების მშენებლობასთან დაკავშირებით არცერთ მხარეს აზრი არ შეუცვლია. პალესტინა კი კვლავ მოითხოვს ამ მშენებლობების გაყინვას.