თურქეთის სეკულარული დემოკრატია

თურქეთის სეკულარული დემოკრატია

იმ ქვეყნებში სადაც არაბული გაზაფხულის შედეგად მთავრობები შეიცვალა, ბევრი დამკვირვებელი ახალი ხელისუფლების მოდელად თურქეთის სეკულარული დემოკრატიული მთავრობის ნიმუშს განიხილავს.

ალბათ შეერთებულ შტატებში არ მოიძებნება მეორე ადამიანი, რომელსაც ქემალ ათათურქი ისევე უყვარდეს, როგორც ოსტინ ბეის. ის ამერიკის არმიის თადარიგის პოლკოვნიკია. მან თურქეთის უდიდესი ლიდერზე - ათათურქზე წიგნი დაწერა. სათაურია - "ათათურქი - გაკვეთილები ოტომანთა იმპერიის უდიდესი გენერლის შესახებ".

„ეჭვგარეშეა, რომ თურქეთი ბევრი ისლამური ქვეყნისთვის სამაგალითოა. სოციალურად მგრძნობიარე და კულტურულად ცოცხალი ქვეყანაა, სადაც ეკონომიკური ზრდა სამაგალითოა,“ - ამბობს ოსტინ ბეი.

მის თქმით, ამის მიზეზი სეკულარული მმართველობის ჩამოყალიბებაა, რომელსაც სათავე ათათურქმა დაუდო, როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვიდა. მისი თქმით, სეკულარული დემოკრატია თურქეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ქმნის, როგორც ეფქტურ საგარეო პოლიტიკას, ასევე აძლიერებს ქვეყანას შიგნიდან.

თურქეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ქვეყნის სათავეში ისლამისტური მიმდინარეობის-სამართლიანობის და განვითარების პარტიის გამარჯვების შედეგად მოვიდა. მისი ნაბიჯები ზოგჯერ ათათურქის მიერ დაფუძნებული სეკულარიზმის წინააღმდეგაა მიმართული. თუმცა, ოსტინ ბეი ამბობს, რომ ერდოღანი თურქეთის სეკულარულ დემოკრატიას წარმატებით იყენებს, როდესაც „არაბული გაზაფხულის“ ქვეყნებში ჩადის.

„როდესაც ის სექტემბერში ეწვია ეგვიპტეს, ტუნისს და ლიბიას, განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა სეკულარულ დემოკრატიას მიაღწიეს. ერდოღანმა მათ განუცხადა, რომ მართალაი თავად არ არის სეკულარული, თუმცა წარმოადგენს საერო დემოკრატიას,“- ამბობს ბეი.

თუმცა, სტრატეგიული ანალიტიკური ცენტრის - სტრატფორის ანალიტიკოსი რევა ბალა ამბობს, რომ თურქული მოდელის ექსპორტი არაბულ ქვეყნებში ადვილი არ იქნება.

„თურქეთს სურს, რომ თავის თავი არაბული სამყაროს მოდელად წარმოაჩინოს და ამ ქვეყნებსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებლი ქვეყანა იყოს, თუმცა ასეთ თეორიასა და პრაქტიკას შორის დიდი ნაპრალი არსებობს,“ - ამბობს რევა ბალა.

თუმცა, როგორც ოსტინ ბეი ამბობს, ამ ქვეყნებს შეუძლიათ თურქეთისგან სხვა სახის მაგალითი აიღონ. კერძოდ, არაბულმა ქვეყნებმა განათლებას უდიდესი ყურადღება უნდა მიაქციონ. ბეის თქმით, თურქეთის ეკონომიკის 7 პროცენტიანი ზრდა სწორედ განათლებული ახალგაზრდობის შედეგია.