თურქეთი ისრაელთან ურთიერთობების მინიმუმამდე დაყვანით იმუქრება.ამის მიზეზი კი რამდენიმე დღის წინ ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე ისრაელის რეიდი გახდა.ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბულენტ არინკმა განაცხადა.მისი თქმით, ისრაელთან ეკონომიკური და სამხედრო კავშირები შემცირდება.
თურქული მედიის ცნობით, ანკარა ასეევე მიმართავს საერთაშორისო სასამართლოს ისრაელის წინააღმდეგ კრიმინალური საქმის აღძვრის თხოვნით. ორშაბათს განხორციელებული საზღვაო რეიდის დროს 9 პრო-პალესტინელი აქტივისტი დაიღუპა. მათ შორის ერთი 19 წლის თურქის წარმოშობის ამერიკელი მოქალაქე იყო.