რომნის ნევადაში გამარჯვება მოელის

რომნის ნევადაში გამარჯვება მოელის

ფლორიდის წანაასარჩევნო პრაიმერიში მიტ რომნიმ გაიმარჯვა.

დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ნევადას შტატის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კოკუსი აშშ-ის რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის მიტ რომნის სასარგებლოდ დასრულდება. ფლორიდის წანაასარჩევნო პრაიმერიში მიტ რომნიმ გაიმარჯვა.

2008 წლის წინასაარჩევნო არჩევნებში ნევადას შტატში რომნიმ, რომელიც მორმონთა რელიგიის მიმდევარია, ხმების უმრავლესობა მიიღო. შეგახსენებთ, რომ ნევადას შტატის ერთ მეოთხედს მორმონები შეადგენენ. 2008 წლის არჩევნებში ნევადას მორმონთა მოსახლეობის 95-მა პროცენტმა რომნის მისცა ხმა.

გინგრიჩი და პოლი ნევადას შტატში საპრეზიდენტო კამპანიით არიან დაკავებულები, ამ ფონზე სანტორუმი კი მიზურის შტატზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც პრაიმერი სამშაბათს ჩატარდება.