საერთაშორისო საზოგადოება სირიას მოუწოდებს

საერთაშორისო საზოგადოება სირიას მოუწოდებს

ალან ჟუპეს განცხადებით, ახლა უკვე გვიანია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მიერ რაიმე ცვლილებების განხორციელება.

საფრანგეთის განცხადებით, აუცილებელია სირიის მთავრობის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შემოღება, რადგან ის არ აპირებს თავისი რეპრესიული პოლიტიკის შეცვლას.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ გაეროს უშიშროების საბჭოს დამასკოს წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

ალან ჟუპეს განცხადებით, ახლა უკვე გვიანია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მიერ რაიმე ცვლილებების განხორციელება.

თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ გააფრთხილა სირიის ხელისუფლება, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომის ჭაობში იძირება, რადგან ბრძოლები აჯანყებულ ჯარისკაცებსა და სამთავრობო ძალებს შორის სულ უფრო გააფთრებულ ხასიათს იღებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიის თავისუფალი არმიის მიერ სამთავრობო ძალების სამხედრო ბაზაზე მიტანილი იერიში სამოქალაქო ომის ნიშნებს შეიცავს.