ბრიტანეთი ირანს ადანაშაულებს

ბრიტანეთი ირანს ადანაშაულებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰონგ ლეიმ მხარეებს, კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა.

ბრიტანეთი ირანის საფინანსო სექტორის მთლიანად ჩამოშორებას გეგმავს, რომლის მიზეზად თეირანსა და სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების ხელშეწყობა სახელდება.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი უილიამ ჰეიგი ირანს სირიის პრეზიდენტის ბაშარ-ალ-ასადის ანტი-სამთავრობო გამოსველბის აღკვეთის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

მას შემდეგ, რაც ირანში ბრიტანეთის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა, ბრიტანეთმა ქვეყნიდან ირანელი დიპლომატები გამოაძევა და თეირანში საელჩოც დახურა. სიტუაციის გამწვავება კი ირანის პარლამენტის მიერ ლონდონთან დიპლომატიური ურთიერთობის შესუსტების საკითხის კენჭის ყრამ გამოიწვია. საპასუხოდ ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესა, კერძოდ საბანკო ურთიერთობები შეწყვიტა.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰონგ ლეიმ მხარეებს, კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა.