მიტ რომნი ლიდერობს

მიტ რომნი ლიდერობს

მესამე ადგილზე რიკ სანტორუმია 15%-ით, ნიუტ გინგრიჩმა კი მხოლოდ 12 პროცენტი მოაგროვა.

მიტ რომნი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დაწინაურდა, როგორც ამას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.

მასაჩუსეტის შტატის ყოფილი გუბერნატორი 24%-ით ლიდერობს და სულ ორი პროცენტით უსწრებს ამერიკელ ლიბერტარიანელს რონ პოლის. მესამე ადგილზე რიკ სანტორუმია 15%-ით, ნიუტ გინგრიჩმა კი მხოლოდ 12 პროცენტი მოაგროვა.

ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი ამ გამოკითხვის შედეგებით მეხუთე ადგილზე გავიდა რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის, მეექვსეზე გასულ მიშელ ბაკმანს კი ამომრჩეველთა 7% უჭერს მხარს.