ამ დროისთვის მსხვერპლის რაოდენობა უცნობია.
სირიის ოპოზიციური ჯგუფები აცხადებენ, რომ დედაქალაქ დამაკსოში მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლები მიმდინარეობდა.
ბრიტანეთში დაფუძნებული ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორიის ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება კფარ სოსეჰის უბანში დღეს დილით ადრე დაიწყო.
ამ დროისთვის მსხვერპლის რაოდენობა უცნობია.
ეს უკანასკნელი ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ერთ-ერთ სამთავრობო შენობასთან ააფეთქა, რამაც 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინციდენტის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.