ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად ირღვევა


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სირიის მთავრობისა და მეამბოხეთა ჯგუფების მხრიდან, მარტის შემდეგ მომხდარი ძალადობისას, ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვა.

გაეროს დამოუკიდებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია რომ უსაფრთხოების ძალებსა და სამხედროებს სირაში განხორციელებული ძალადობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება.

აღნიშნული კომისია, გასულ წელს, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს მიერ შეიქმნა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ძირითადად სამხედრო ოპერაციების და ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების აღკვეთის დროს განხორციელდა. ამასთანავე, აღნიშნულია რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა მთავრობის მომხრეებად მიჩნეული სამხედროები და უსაფრთხოების ძალის წარმომადგენლები მოკლეს.

XS
SM
MD
LG