ავღანეთს ყველაზე მეტი ლტოლვილი ჰყავს

წელს დევნილთა რაოდენობა 444,000მდე გაიზარდა.

გაეროს ლტოლვოლთა სააგენტოს ცნობით, 2011 წელს ინდუსტრირებულ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით ლტოლვილების რაოდენობით, ავღანეთი მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას.

ავღანეთის შემდეგ სიაში მეორე და მესამე ადგილზე ჩინეთი და ერაყი დგანან. 2011 წელს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მსოფლიოში 20 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ამ რიცხვმა ავღანელების შემთხვევაში 30 პროცენტამდე მიაღწია.

გაეროს ლტოლვილთა საბჭოს კომისარმა ანტონიო გუტიერესმა ასევე დაადასტურა, რომ წელს ლიბიიდან, ტუნისიდან, სირიიდან და სპილოს ძვლის კუნძულიდან თავშესაფრის მაძიებელი მოსახლეობის რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა.

ზოგადად მთელს მსოფლიოშჲ წინა წლებთან შედარებით, ბევრად უფრო მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი. თუ ადრე ასეთ ადამიანთა რაოდენობა 370,000 იყო, წელს დევნილთა რაოდენობა 444,000მდე გაიზარდა.