გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და არაბული ლიგის მიერ სირიაში სპეციალურად წარგზავნილი დესპანი კოფი ანანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტასა და ოპოზიციის ჯგუფებზე თავდასხმების შეჩერებას მოითხოვს.
ბატონი ანანის თანაშემწის აჰმედ ფავეზის განცხადებით, ახლა ჯერი სირიის პრეზიდენტ ბაშარ-ალასადზეა, რომელმაც ქვეყანაში სტაბილურობის დასამყარებლად ექვსპუნქტიანი გეგმა დროულად უნდა განახორციელოს.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ასადი სამშვიდობო გეგმის განხორციელებას რამდენიმე დღის წინ დაეთანხმა, სირიაში დაძაბულობა კვლავ გრძელდება.
პარალელურად, შეერთებული შტატების სახელწმიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საუდის არაბეთში ვიზიტის მიზანს სირიის ხელისუფლებაზე მსოფლიოს ქვეყნების ზეწოლის გაძლიერება წარმოადგენს. კლინტონი არაბეთის შემდეგ თურქეთში გაემგზავრება, სადაც „სირიის მეგობარი ქვეყნების“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.