ერევანში, ფოიერვერკების საწყობი აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის ნაწილი ჩამოიშალა. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, 10-ზე მეტი კი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება.
აფეთქების გამომწვევი მიზეზები უცნობია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სომხეთის ხელისუფლება ტერორიზმის ფაქტს გამორიცხავს.
ასევე ნახეთ: ევროპული ბანკი რუსული ნავთობის ტრანზიტისთვის საფასურის გადახდის ოპერაციას გაატარებს„აფეთქების მომენტის კადრებს რომ ყურებ, ცხადია, რომ ტერორისტულ აქტზე არ არის საუბარი. ჯერ ცეცხლი ჩნდება, მერე კვამლი ამოდის და ბოლოს შენობა ფეთქდება“, ამბობს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მინისტრი არმენ ფამბუხჩიანი.
აფეთქების დროს დაშავდა ათობით ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.