თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის მომავალი თვიდან საჰაერო მიმოსვლა აღდგება. ეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ანკარასა და ერევანს შორის დიპლომატიური, სასაზღვრო და სხვა სახის ურთიერთობები, მთიანი ყარაბაღის გარშემო 1990იან წლების დაპირისპირების შემდეგ შეზღუდულია. საზღვარი თურქეთმა, ბაქოსთან სოლიდარობის ნიშნად 1993 წელს ჩაკეტა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის მოსკოვში გაიმართა.
ასევე ნახეთ: ერევანი და ბაქო ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 2 თებერვალს აღდგება და მას „პეგასუსის ავიახაზები“ და „ფლაი ონ არმენია“ შეასრულებენ. სტამბოლსა და ერევანს შორის ფრენების რეისი კვირაში სამჯერ შესრულდება.
ანკარასა და ერევანს შორის უთანხმოების საკითხებს შორის, ყარაბაღის კონფლიქტთან ერთად, 1915 წელს, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდია.
გასულ წელს, ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა ანკარას მიერ მთიანი ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტში ბაქოს მხარეზე აქტიურად ჩართვა მოჰყვა.