„რადიო თავისუფალი ევროპა/თავისუფლება“ იუწყება, რომ სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა ამ ქვეყანაში „საჯაშუშო ქსელის“ წევრობაში ეჭვმიტანილი 19 პირი დააკავა.
10 თებერვალს სამსახურმა გამოაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ათობით სამხედრო მოსამსახურე, ჩართული იყო საჯაშუშო ქსელის საქმიანობაში, რომელიც დაუკონკრეტებელი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდა.
ასევე ნახეთ: აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე სომხეთში თავდაცვის მინისტრი შეცვალესუშიშროების სააგენტოს თანახმად, გადაბირება გაცნობის სერვისის მეშვეობით მოხდა. სომეხი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც საიდუმლო მონაცემებზე და დოკუმენტებზე ჰქონდათ წვდომა, საბოლოოდ საჯაშუშო ქსელს შეუერთდნენ.
ოპერაციის ფარგლებში, მობილური მოწყობილობებით საიდუმლო ინფორმაციის მონაცემების უცხოეთის დაზვერვის სამსახურებისთვის გადაცემის სანაცვლოდ, სამხედროები გასამრჯელოს იღებდნენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გამომძიებლებმა 30-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს, მოახდინეს დოკუმენტების და სხვა ნივთების კონფისკაცია, რასაც გამოძიება მოჰყვა და საჯაშუშო ქსელის საქმიანობა „ჩაიშალა“.