სომხეთის მთავრობა: პოლიტიკურ ვენდეტას ადგილი არ ექნება

არარატ მირზოიანი

სომხეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ერევანში მაღალჩინოსნები ანტი-კორუფციულ კამპანიას აგრძელებენ, რომელიც, წლის დასაწყისში, პრემიერად ნიკოლ ფაშინიანის არჩევას მოჰყვა.

“ამერიკის ხმასთან” ექსლკუზიურ ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე - არარატ მირზოიანი აცხადებს, რომ ფაშინიანის ადმინისიტრაცია არაფერს იშურებს ათწლეულების განმავლობაში გაბატონებული კორუფციის, ნეპოტიზმის, მექრთამეობის და თაღლითობის წინააღმდეგ.

“როცა რევოლუცია დაიწყო, ჩვენ ყველაფერი განვიხილეთ და მივხვდით, რომ თუ დავმარცხებოდით, მომდევნო წლებს ციხეში გავატარებდით. ამას ჩვენ არ შევუჩერებივართ. ამას ჩვენ არ შევუშინებივართ. არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენ შეგვაჩერებს” - ამბობს ის ინტერვიუში.

ფაშინიანმა პრემიერის პოსტი ამ წლის მაისში დაიკავა. ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატის პოლიტიკური აღმასვლა ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მიერ პოლიტიკურ პარტიებზე რეიდებს მოყოლილმა საპროტესტო მუხტმა გამოიწვია.

გასული წლის ივნისში, ერთ-ერთი რეიდის შემდეგ, დეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმდა პარლამენტის წევრ მანველ გრიგორიანს. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს პროკურატურის მიერ დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.

გრიგორიანი 90-იან წლებში ყარაბაღის ომში იბრძოდა. ეროვნული უშიშროების სამსახურის მიერ მისი სახლიდან დიდძალი შეიარაღების ამოღების შემდეგ, პოლიციამ ის დააპატიმრა. პროკურატურა გრიგორიანს ბრალს დებს სომხეთის ყველაზე დიდი ვეტერანების ორგანიზაციის რესურსების გაფლანგვაში. გრიგორიანი წარსულში ამ ორგანიზაციას მეთაურობდა, ის ბრალდებებს უარყოფს.

ანტი-კორუფციული გამოძიებების მთავარი სამიზნეები ყოფილი მთავრობის წევრები არიან, თუმცა მირზოიანი აცხადებს, რომ მთავრობა გამოძიებას შურისძიების მიზნით არ იყენებს.

“ჩვენი ბრალი არ არის, რომ აღმოჩენების 99 პროცენტს პოლიტიკური კუთვნილების ხალხამდე მივყავართ. ეს არის პარტიაა, რომელიც ქვეყნის სათავეში იყო. იმ მთავრობამ, ხელისუფლების გადაბარებაზე უარი თქვა. წინა მთავრობისგან განსხვავებით, ჩვენი მთავრობის მიზანი პირადი კეთილდღეობის მოპოვება არ არის. ჩვენ ვთქვით, რომ პოლიტიკურ ვენდეტას ადგილი არ ექნება და ამაში დარწმუნებულები ვართ”, ამბობს ის.

ინტერვიუში მირზოიანი გამოეხმაურა კრიტიკას მთავრობის ახალგაზრდებით დაკომპლექტების შესახებ.

“კი, ჩვენ გვაკლია ცხოვრებისეული გამოცდილება, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ წინა მთავრობაში ძალიან გამოცდილები იყვნენ კორუფციაში. უმჯობესია, მთავრობაში მოვიდნენ გამოუცდელი ახალბედები, რომლებსაც სწორი ღირებულებები აქვთ,” ამბობს ის.

სომხეთის საერთაშორისო ვექტორზე საუბრისას, მირზოიანი აცხადებს, რომ ერევანი მოსკოვთან სტრატეგიულ კავშირებს შეინარჩუნებს. “არსებობს სტერეოტიპი, რომ დემოკრატიული ქვეყანა პრო-დასავლური უნდა იყოს, როცა ნაკლებ პროგრესული ქვეყნები უფრო ცენტრისკენ გადახრილები არიან. ჩემი აზრით, სომხეთის რევუოლუცია ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ სტერეოტიპია.”

მირზოიანის თქმით, ერევანს დასავლეთთან უფრო ახლო კავშირების დამყარება სურს და ფაშინიანი გაეროს გენრალური ასამბლეისთვის ემზადება, რომელიც სექტემბერში, ნიუ-იორკში იმართება.