ფაშინიანი და ალიევი შეხვედრისთვის მზად არიან 

2020 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი დიალოგისთვის და პირდაპირი კომუნუკაციისთვის მზად არიან. განცხადებები ორი ქვეყნის ლიდერებმა თანმიმდევრობით გააკეთეს. პირველი, ვინც შეხვედრის სურვილი გამოთქვა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იყო. ალიევმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის მზად არის შეხვდეს სომხეთის პრემიერ-მინისტრს თუ ასეთი შეხვედრა ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ იქნება ორგანიზებული.

რამდენიმე საათის წინ, განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ის მზად არის აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდეს, რათა განიხილოს მთიან ყარაბაღში სიტუაციის დარეგულირების გზები. მეტიც, ფაშინიანი მზად არის აზერბაიჯანს მიაწოდოს ინფორმაცია კონფლიქტურ რეგიონში მათ მიერ განთავსებული ნაღმების შესახებ, ფაშინიანი ამის სანაცვლოდ ტყვედ ჩავარდნილი სომეხი სამხედროების განთავისუფლებას ითხოვს.

ასევე ნახეთ: "სიჩუმე ქარიშხლის წინ" - ყარაბაღში ომი არ დასრულებულა 

2020 წელს წარმოებული ომის შემდეგ, სომხეთმა ყარაბაღის რეგიონზე კონტროლი დაკარგა, რეგიონი საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად არის მიჩნეული, თუმცა ამის მიუხედავად წლების განმავლობაში ყარაბაღზე კონტროლს სომხეთი ახორციელდებდა. ომის შემდეგ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიების დიდ ნაწილზე კონტროლი აღიდგინა, რეგიონში კი რუსი და თურქი სამხედროები განთავსდნენ.