არქტიკაში, ბოლო დღეებში, ტემპერატურა ნული გრადუსის ზევით ავარდა და გააძლიერა შიში, რომ კლიმატის ცვლილება პლანეტის ატმოსფერულ სისტემაზე გავლენას უფრო სწრაფად ახდენს, ვიდრე ამას მოელოდნენ.
თბილი არქტიკული ამინდი, ევროპის უჩვეულოდ ცივ ამინდს დაემთხვა. გერმანიაში ტემპერატურა მინუს 27 გრადუსამდე დაეცა. მკაცრმა ყინვამ უკრაინაში ელექტრო მომარაგების შეწყვეტა გამოიწვია. თოვლმა რომის კოლიზეუმი და პალმებიანი ნეაპოლის ყურე დაფარა.
თეორია, რომელიც ცნობილია, როგორც „თბილი არქტიკა, ცივი კონტინენტები“, მიუთითებს, რომ არქტიკის გარშემო მქროლი ქარები, რომელიც მას ჩვეულებისამებრ ცივ მდგომარეობაში ინარჩუნებს, არამდგრადი გახდა. ქვედა ფენებში თბილი ჰაერი შედის და ცივი განიდევნება.