პუტინის საწინააღმდეგო, მზარდი პროტესტი ხაბაროვსკში

ათასობით ადამიანი შეიკრიბა რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკში, რათა საკუთარი უკმაყოფილება გამოეხატა კრემლის გადაწყვეტილებაზე ადგილობრივი გუბერნატორის გადაყენებასთან დაკავშირებით. საპროტესტო აქციები ხაბაროსვკში, უკვე მესამე შაბათ-კვირაა სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად იმართება.

დემონსტრანტები პლაკატებით ხაბაროვსკის ქუჩებში

მზარდი პროტესტი ხაბაროვსკში, ახლა ვლადიმირ პუტინისთვის, ერთ-ერთი გამოწვევაა. ითვლება, რომ სწორედ პუტინის გადაწყვეტილებამ, 20 ივლისს, გაეთავისუფლებინა სერგეი ფურგალი, რეგიონში კრიზისული სიტუაცია შექმნა.

აქციაზე მყოფთანაგ ნაწილი პუტინის გადადგომას მოითხოვს, ნაწილს კი ახლადდანიშნული გუბერნატორის გადადგომა სურს. აქციაზე ისმოდა შეძახილი „უღირსი“.

ხაბაროვსკის მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემონსტრაციებში, დაახლოებით, 6,500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი დემონტრანტების რაოდენობა 20,000 აჭარბებდა.

ასევე ნახეთ: გერმანიამ G7-ში რუსეთს დაბრუნების შესახებ ტრამპის წინადადება უარყო

სრულიად განსხვავებული მონაცემები აქვთ პროტესტის ლიდერებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. მათი ცნობით, დემონსტრაციებზე 50,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. თუ ეს რიცხვები სწორია, მაშინ ხაბაროვსკში გამართული პროტესტი ყველაზე დიდი ანტი-სამთავრობო აქციაა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

დემონსტრანტები ამბობენ, რომ ბრალდებები, რომელიც ფურგალს აქვს წაყენებული უსაფუძვლოა და მოითხოვენ, რომ ყოფილი გუბერნატორი ადგილობრივმა სასამართლომ გაასამართლოს და არა მოსკოვისამ, სადაც ფურგალი გადაიყვანეს.

ასევე ნახეთ: რუსეთი "ამერიკის ხმას" და რადიო თავისუფლებას "უცხოელ აგენტებად" თვითიდენტიფიცირებას ავალდებულებს

„ხალხი შეურაცხყოფილია“, ამბობს დმიტრი კაჩალინი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე. „ვფიქრობ ხალხი ქუჩაში გამოდის, ვინაიდან ხმა, რომელიც 2018 წლის არჩევნებში დააფიქსირეს, ახლა მათ წაართვეს“, ამბობს ის.

მოსკოვისგან განსხვავებით, სადაც არასანქცირებულ საპროტესტო აქციებს, ძალით შლიან ხოლმე, ხაბაროვსკიში ეს არ მომხდარა. როგორც ჩანს, ადგილობრივ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საპროტესტო ტალღა დროსთან ერთად, ნელ-ნელა ჩაცხრება. თუმცა, პროტესტი, რომელიც ყოველდღე იმართება და შაბათ-კვირას გაცილებით მასშტაბურად ტარდება, უვე ორ კვირაზე მეტია რაც გრძელდება.

ასევე ნახეთ: მორიგი სანქციები რუსული "ტროლების ქარხნის“ დირექტორს და შეფასებები ვაშინგტონიდან

ხალხის შეკრების თავიდან აცილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე საუბრითაც სცადა, თუმცა ამით პროტესტი ვერ შეაჩერა.

დემონსტრანტები ყოფილი გუბერნატორის გათავისფულებას მოითხოვენ

ფურგალი ხაბაროვსკში 9 ივლისს დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. მას ბრალად ედება მკვლელობის მცდელობა და 2 მკვლელობის შეკვეთა 2004-2005 წლებში. ყოფილი გუბერნატორი უარყოფს ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ფურგალი ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტიის, ლიბერალ-დემოკრატების წევრია. ის გუბერნატორად, თითქმის, 2 წლის წინ აირჩიეს. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ის 20 ივლისს თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე დღეს შეცვალეს მიხაილ დეგტიარიროვით.