ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი "ამერიკის ხმას" და რადიო თავისუფლებას "უცხოელ აგენტებად" თვითიდენტიფიცირებას ავალდებულებს


უკვე გარკვეული პერიოდია ცნობილია რუსეთის სახელმწიფო მედიის რეგულატორის პოზიცია იმის შესახებ, თუ რომელი ორგანიზაციებია რუსეთში მიჩნეული "უცხოეთის აგენტებად". სიის სათავეში "ამერიკის ხმა" და "რადიო თავისუფლება" არიან.

ახლა, კი რუსეთში მიაჩნიათ, რომ ორივე მედია ორგანიზაციამ თავის ყველა პროდუქტზე უნდა დაიტანოს სპეციალური განმარტება. რეგულაციის თანახმად, "ამერიკის ხმამ", "რადიო თავისუფლებამ" და გადაცემამ "ახლანდელი დრო", რომელიც "რადიო თავისუფლებისა" და "ამერიკის ხმის" ერთობლივი პროექტია, მასალებში უნდა გააკეთონ ჩანაწერი, რომ ისინი არიან "უცხოეთის აგენტები". ამ კანონის პროექტი უკვე გამოქვეყნებულია მთავრობის ვებგვერდზე.

ეს ცვლილებები 2017 წელს მიღებული კანონის ნაწილია, სადაც რუსეთის სახელმწიფომ განსაზღვრა, რომ "ამერიკის ხმა", "რადიო თავისუფლება" და მათი ერთობლივი პროექტები "უცხოელი აგენტები" არიან.

რუსეთი ითხოვს, რომ "ამერიკის ხმამ" და "რადიო თავისუფლებამ" რუსეთის იუსტიციის სამინისტროში გაიარონ რეგისტრაცია, როგორც იურიდიულმა პირებმა, რათა რუსეთს მიეცეს საშუალება შეისწავლოს ორგანიზაციების ფინანსური ვითარება და წყაროები.

ამასთან, რუსეთი ახალი დამატებით ითხოვს, რომ "ამერიკის ხმამ და "რადიო თავისუფლებამ" გამოქვეყნებულ მასალებში მიუთითონ წარწერა "უცხოელი აგენტები."

ამავე კანონის მოთხოვნით, ტექსტურ მასალებში წარწერის "უცხოელი აგენტები" ზომა 2-ჯერ უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივი ტექსტის ზომას, ხოლო ვიდეო მასალაში 15 წამის განმავლობაში უნდა გამოჩნდეს წარწერა "უცხოელი აგენტები", რომელიც დაფარავს ეკრანის 20 პროცენტს.

კანონი ითვალისწინებს ჯარიმებსაც. უხეში დარღვევისთვის ჯარიმად 1400$ ამერიკული დოლარი იქნება ან 15 დღით პატიმრობა.

რუსეთის ქმედებებს უკვე გამოეხმაურა "რადიო თავისუფლების" პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დეიზი სინდლერი. ის ამბობს, რომ ეს შეზღუდვები გამიზნულია მათი აუდიტორიის შესამცირებლად.

"ყოველდღე, მილიონობით რუსი "რადიო თავისუფლებისგან" ცენზურისგან თავისუფალ ახალ ამბებს იღებს. ისინი იგებენ მიუკერძოებულ ამბებს იმის შესახებ, რაც რუსეთში დღეს ხდება. ამ ატებით, კი კრემლი ცდილობს შეამციროს ჩვენი აუდიტორია. ეს არის ცენზურის ნიშნები,"- განაცხადა რადიო თავისუფლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დეიზი სინდლერმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG