ხუთშაბათს, ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელებს რეკომენდაცია მისცა, რომ გარეთ გასვლის დროს ნიღბები ატარონ. გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ამერიკაში პანდემია მძვინვარებს და ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვი 1,000-ით გაიზარდა.
თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, დებორა ბირქსმა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის კორონავირუსთან მებრძოლი ჯგუფის წევრია, თქვა, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამდენიმე დღეში უფრო ზუსტ რეკომედაციებსა და გაიდლაინებს გამოსცემს იმაზე, თუ ვინ და როგორ უნდა ატაროს ნიღაბი თავის დაცვის მიზნით.
მისივე თქმით, ამერიკელები კვლავ უნდა დაემორჩილონ სახლში დარჩენის ბრძანებას, გარეთ გავიდნენ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს და არ შეექმნათ ცრუ იმედი იმისა, რომ მხოლოდ ნიღბის ტარებით ისინი ვირუსისგან დაცულები იქნებიან.
ბოლო მონაცემებით, ამერიკაში კორონავირუსის გამო 5,887 ადამიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 243,000-ია ამერიკის 50-ივე შტატში ერთად.