ამერიკულ გამოცემაში "ვაშინგტონ პოსტი", რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის, მაიკ მაკფოლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების მხრიდან მკაცრი და უხეში განცხადებები მოჰყვა. „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამერიკელი დიპლომატი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სათანადო მოპყრობა.
მაკფოლი "ამერიკის ხმასთან" „ქართული ოცნების“ განცხადებების პასუხად, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა იყოს გამჭვირვალე და წარადგინოს ამის დამადასტურებელი სამხილები. ამერიკელ დიპლომატს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე, "სკაიპით" ესაუბრა. გთავაზობთ აუდიო ინტერვიუს ჩანაწერს.
თქვენს სტატიას "ვაშინგტონ პოსტში", საქართველოში მწვავე დისკუსია მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმის კრიტიკა, მათ შორის მწვავე შეფასებები, რომ თქვენი სტატია შესაძლოა სხვისი დაწერილია, ან რომ ხართ ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ, ან ეს ლობირების შედეგია, რას უპასუხებდით ამ კრიტიკას?
ორ რამეს ვიტყოდი. ერთი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, ბევრს ვწერ. მე ვწერ ასობით სტატიას და ყოველთვიურ სვეტს "ვაშინგტონ პოსტისთვის". ადამიანებს ვესაუბრები და მათ აზრს ვისმენ, თუმცა ჩემს ცხოვრებაში არასდროს არავის დაუწერია ჩემს ნაცვლად რამე, ეს ძალიან საზიანო იქნებოდა ჩემი რეპუტაციისთვის, მე ამას არასოდეს დავუშვებ.
ასევე ნახეთ: რიში სააკაშვილზე: "მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ დაკავებულ მოქალაქეებს ადამიანურად მოეპყროს"და მეორე, მე არ ვადევნებ თვალს საშინაო პოლიტიკას საქართველოში ისე, როგორც ადრე. მე საქართველოს, სუვერენული ქვეყნის შიდა პარტიულ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს. მაგრამ მე გული შემტკივა საქართველოზე და ქართველ ხალხზე. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ თუ ბატონი სააკაშვილი ციხეში მოკვდა, არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ეს თუ ის დეპუტატი, თუ ხელისუფლების წარმომადგენელი თუ რამ გამოიწვია ეს, ეს იქნება საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი, ევროპასა და შეერთებულ შტატებში ჩემი სიცოცხლის ბოლომდე და შესაძლოა სამუდამოდ. როცა იკითხავენ, თუ რითია ცნობილი საქართველო, პასუხი იქნება, რომ ოჰ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ციხეში ჩასვეს ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი და ის იქ გარდაიცვალა. ეს იქნება ის, რაც ამერიკელებს ეცოდინებათ საქართველოზე მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ეს საშინელი ტრაგედია იქნება. საქართველოს გაცილებით მეტი შეუძლია დასავლეთს შესთავაზოს და პარტიული პოლიტიკის მიღმა, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში გაანალიზებენ, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ეს არის ის, რითაც საქართველო მსოფლიოს დაამახსოვრდება.
100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ თუ ბატონი სააკაშვილი ციხეში მოკვდა, არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ეს თუ ის დეპუტატი, თუ ხელისუფლების წარმომადგენელი თუ რამ გამოიწვია ეს, ეს იქნება საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი.მაიკლ მაკფოლი
საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ეს პიარისთვის შექმნილი ისტორიაა და რომ მისი მხარდამჭერები უკვე ერთი წელია საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. ამასთან, თავად სააკაშვილის მხარდამჭერების მხარეზეც ისმის შერეული გზავნილები, როგორც მისი დაცვის, ისე ოჯახის მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო. როგორ უპასუხებდით მთავრობის უარყოფას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას რეალური საფრთის წინაშე არაა?
მაშინ მათ უნდა დაამტკიცონ, რომ მას არაფერი უჭირს. ეს კარგი იქნებოდა. ეს მათთვის სწორი ნაბიჯია. მე მაქვს ცნობები სანდო ადამიანებისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მე არ ვარ ექიმი. მე არ ვარ ექსპერტი, თუ ამაზე საუბრობენ, მაშინ უნდა დაამტკიცონ რომ ის ჯანმრთელია. თუ ეს მოხდება, ამას ჩავთვლი ჩემი სტატიის პოზიტიურ მიღწევად.
ასევე ნახეთ: ბროუდერი: სააკაშვილის საქმის მტკიცებულებებს ამერიკის, ევროკავშირის და კანადის მთავრობებს წარვუდგენთშეერთებულ შტატებში კანონმდებლები და სახელმწიფო დეპარტამენტი, ხშირად საუბრობენ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების პრობლემაზე საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში. ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ასევე წამყვანი ოპოზიციური მედიის დირექტორის დაკავება. პირველ რიგში, როგორ გამოიყურება დღეს დასავლეთის თვალში საქართველო მართლმსაჯულების კუთხით და მეორე, რამდენად არსებობს რაიმე მოლოდინი რომ ვითარება შეიცვლება, თუნდაც თუ სააკაშვილს გაათავისუფლებენ ციხიდან?
ეს კარგი და რთული კითხვებია და მე არ მაქვს მარტივი პასუხები, მაგრამ მე ვიტყოდი ორ რამეს. იცით, ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი დემოკრატიას ვსწავლობდი. ორი ათეული წლის წინ რომ ყოფილიყო ეს ინტერვიუ, ეს იქნებოდა დრო როცა საქართველო ყველაზე წარმატებულ ქვეყნად განიხილებოდა, დემოკრატიის ერთ-ერთ ჩემპიონად, რომელიც იყო შთაგონების წყარო უკრაინელებისთვის 2004 წელს, ბელარუსებისთვის, რუსებისთვის, შუა აზიაშიც კი. საქართველო იყო ლიდერი რეგიონში.
ტრაგიკულია, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მოლდოვას და უკრაინას, მაგრამ არა საქართველოს.მაიკლ მაკფოლი
ტრაგიკულია, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მოლდოვას და უკრაინას, მაგრამ არა საქართველოს. ამან გული დამწყვიტა. ეს ტრაგიკული შედეგია. რადგან კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა, გზა სტაბილურობისკენ, გზა ნორმალური ევროპული ცხოვრებისკენ არის ევროკავშირის გზა. ფაქტი, რომ ბრიუსელში მოლდოვასა და უკრაინის მოწვევა გადაწყვიტეს და არა საქართველოში, ვფიქრობ, ეს არის იმის მტკიცებულება, თუ როგორ ხედავენ ევროპასა და შეერთებულ შტატებში დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში.
Your browser doesn’t support HTML5
თქვენს მეორე კითხვაზე, რომელიც უფრო რთულია, მე არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ძირეულად რაიმე შეიცვლება. მე მაწუხებს მისი ციხეში სიკვდილის უარყოფითი შედეგები. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება დამანგრეველი საქართველოს მომავლისთვის, რომ ამის თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად უნდა მოხდეს.
მე არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ძირეულად რაიმე შეიცვლება. მე მაწუხებს მისი ციხეში სიკვდილის უარყოფითი შედეგები.მაიკლ მაკფოლი
საქართველოს მთავრობის მხრიდან მთავარი განცხადებები მას შემდეგ რაც ომი დაიწყო, არის იმის თაობაზე, რომ ისინი ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვა თავიდან აიცილონ და ბრალს სდებენ შეერთებულ შტატებს, ამერიკის ელჩს და ასევე უკრაინის მთავრობას საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში. როგორ ჩანს ეს რიტორიკა ქვეყნის საზღვრებს მიღმა და როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის პოზიციას დღეს, მიმდინარე ომის ფონზე?
პუტინის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით არ არსებობს მორალურად ნეიტრალური პოზიცია. იყო ნეიტრალური ამ ომის მიმართ არის ამორალური პოზიცია. ეს არის აშკარა იმპერიალისტური ომი, ცხადად რეკოლონიზაციის ომი. ცხადად ანექსიის ომი, ასე რომ ვერ იქნები ნეიტრალური ამ საკითხებთან მიმართებაში.
ასევე ნახეთ: გამოხმაურებები და შეფასებები სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებითჩემთვის განსაკუთრებით გასაკვირია, რომ საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს ნეიტრალური აგრესიის ასეთი აღმაშფოთებელი გამოყენების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში ჩაიდინა.
გასაკვირია, რომ საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს ნეიტრალური აგრესიის ასეთი აღმაშფოთებელი გამოყენების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში ჩაიდინა.მაიკლ მაკფოლი
და როგორ შეიძლება თქვა, რომ მაშინ რაც ქნეს იყო აღმაშფოთებელი ის, მაგრამ შემდეგ იყო ნეიტრალური, როდესაც ისინი ზუსტად იგივეს აკეთებენ უკრაინაში? არ მესმის, ეს როგორ შეიძლება. მესმის, შეიძლება აწონ-დაწონო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესები და ყველა ქვეყანას არ შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. მაგრამ არ მესმის ნეიტრალიტეტის პოზიცია.
უკრაინის მთავრობამ სანქციები დაუწესა საქართველოში არაფორმალურ მმართველად მიჩნეულ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას. თქვენ ხართ კომისიის წევრი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრი იერმაკთან ერთად, რომელიც სანქციების საკითხს განიხილავს. ხედავთ თუ არა ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მმართველი ელიტის წინააღმდეგ ამ ნაბიჯის გადადმის შესაძლებლობას ახლო მომავალში იმ პრობლემბის გათვალისწინებით, რაც განვიხილეთ, იქნება ეს თავისუფლებების შეზღუდვა, მართლმსაჯულება თუ დასავლეთის წინააღმდეგ თავდასხმები, თუ არა?
არ მაქვს თქვენს კითხვაზე პასუხი. ფართოდ რომ ვთქვა, ვიცი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს სანქციების გაფართოების სურვილი. ცხადია სანქციები ომის დასასრულებლად წესდება. ომი ჯერ კიდევ გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ სანქციები უნდა გაფართოვდეს.
ასევე ნახეთ: პოროშენკო: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაანალიტიკოსებმა, რომლებიც ამ საკითხებს ჩემზე უფრო ახლოს სწავლობენ, მე არ ვარ ექსპერტი, აჩვენეს, რომ ბევრი ქვეყანა ეხმარება რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში და საქართველო ერთ-ერთია, რომელიც ხშირად ჩნდება ანალიტიკოსთა ამ სიაში. ასე რომ, მე ეჭვი მაქვს, რომ 2023 წელს გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა სანქციების რეჟიმის ხარვეზების გასწორებას. უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ბელარუსი და საქართველო, რომლებიც ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთს ეხმარებიან სანქციების თავიდან აცილებაში.
მთავრობა ამის საპასუხოდ ითხოვს მტკიცებულებებს. არსებობს იმის მტკიცებულება რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში?
ექსპერტი არ ვარ, მინდა გარკვევით ვთქვა, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა სხვა ექსპერტები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან ამ საკითხებს, ამბობენ, რომ არსებობს მტკიცებულებები. როდესაც მთავრობა ამბობს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს, მათი ვალია უფრო გამჭვირვალენი იყვნენ ამ საკითხებზე ისევე, როგორც ბატონი სააკაშვილისთვის დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში. თუ ის ჯანმრთელია, იმედია გვაჩვენებენ ამის მტკიცებულებებს. ვფიქრობ კარგი შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა, მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ მას არ ემუქრება სერიოზული საფრთხე, როგორც ამას ზოგიერთი ექიმი ვარაუდობს.
როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი იღებდა გადაწყვეტილებას დაბრუნებული საქართველში, ბევრი ვაშინგტონში, მათ შორის ჩვენთან ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ მას მოუწოდებდნენ არ გაეკეთებინა ეს და რომ ეს არ იქნებოდა მიზაშეწონილი. მას შემდეგ ის დააკავეს, ერთი წლის განმავლობაში, ვაშინგტონში არ საუბრობდნენ აქტიურად ამაზე და არ ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა ეს? - სააკაშვილი ხომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა პოსტ-საბჭოთა სივრცეში.
ნაწილობრივ პასუხს გაგცემთ. ეს ისეთი კითხვაა, რომ ის უფრო სახელმწიფო დეპარტამენტს და თეთრ სახლს მიემართება და არა მე. მაგრამ სწორედ ამიტომ დავწერე ის რაც დავწერე. მინდა, რომ ყურადღება მიაპყრონ იმას, რაც [პრეზიდენტ სააკაშვილის] თავს ხდება. ის არამართებულადაა პატიმრობაში. მისი საქმე აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია.
ასევე ნახეთ: მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას არ ესწრებამე მის ჯანმრთელობაზე ვნერვიულობ. მინდა ქართველებმა გაიგონ, თუ როგორი კატასტროფული იქნება საქართველოს მომავალისთვის სააკაშვილის ციხეში გარდაცვალება. პოლიტიკა გვერდზე უნდა გადავდოთ, საქმე არ არის იმაში, ვინაა მემარცხენე ან მემარჯვენე ან ვინ რა გააკეთა 2012 და 2015 წლებში.
მინდა ქართველებმა გაიგონ, თუ როგორი კატასტროფული იქნება საქართველოს მომავალისთვის სააკაშვილის ციხეში გარდაცვალება.მაიკლ მაკფოლი
მერწმუნეთ, მე ვიცი შეცდომების შესახებ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაუშვა და იმის შესახებაც მას შემდეგ რაც გააკეთა. ის არ არის წმინდანი და არც მისი მტრები არიან წმინდანები. არც დასავლეთია წმინდა იმაზე თუ როგორ მოექცნენ ბატონ სააკაშვილს და საქართველოს. ეს არის დებატები, რომელზეც ისტორიკოსებმა უნდა დაწერონ წიგნები. ეს ჩემი საქმე არაა. ჩემი მიზანია, რომ თავიდან ავიცილოთ, ძალიან, ძალიან ცუდი შედეგი. ეს არ იქნება ცუდი მხოლოდ მათთვის, ვინც მხარს უჭერს სააკაშვილს, ეს იქნება ცუდი ყველა ქართველისთვის, ვისაც სურს იცხოვროს მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში.