ვირჯინიის შტატის ქალაქი ალექსანდრია საინტერესო სანახაობებითა და კულტურული ღონისძიებებით ბევრ მნახველს იზიდავს.
ძველი ქალაქი-ასე ეწოდება ალექსანდრიის ერთ-ერთ გარეუბანს, სადაც მუსიკალური ჯგუფი, სახელწოდებით „ალექსანდრიული ჰარმონია“ უკვე სამოცი წელია წარმატებით მოღვაწეობს. კაპელა ქალაქის ერთერთი მშვენებაა. აქ შეკრებილ სხვადასხვა ასაკის მქონე ასობით ადამიანს კი მხოლოდ სიმღერის სურვილი აერთიანებს. მონაწილეთა ასაკი 18-83 წლამდე მერყეობს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ყოველ სამშაბათ საღამოს მუსიკალური ჯგუფის წევრები რეპეტიციისთვის იკრიბებიან.
„ალექსანდრიული ჰარმონია მამაკაცთა კაპელას წარმოადგენს. ჩვენ სხვადსხვა ჟანრის სიმღერებს ვასრულებთ, მათ შორის ოთხხმიან აკაპელას,“ - ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი ჯო ჩერუტი.
მომღერალთა უმრავლესობა ასაკოვანია. არიან ახალგაზრდებიც, ყოფილი და მოქმედი სამხედროები, მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, მეხანძრეები. მოკლედ თითქმის ყველანაირი პროფესიის წარმომადგენლები. ჯეკ პიცერი 23 წლის იყო, როცა პირველად გუნდს შეურთდა. ახლა იგი 70 წლისაა:
„ჩვენ მრავალ ღირშესანიშნავ ადგილებზე გამოსვულვართ, მაგალითად, ისეთი როგორიც კენედის ცენტრი, კარნეგი ჰოლი, საკონსტიტუციო დარბაზი თუ უზენაესი სასამართლოის საკონცერტო ჰოლი. ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი ახალგაზრდა მომღერლებსაც შეაქვთ,“ -აღნიშნავს პიცერი.
მიუხედავად იმისა რომ გუნდის წევრებს პროფესიონალური მუსიკალური განათლება არ აქვთ, მათ საერთაშორისო კონკურსებზე, მათ შორის მსოფლიოს მასშტაბითაც, 17 გამარჯვება უკვე მოიპოვეს, მათ შორის იყო წარმატება მსოფლიო დონის კონკურსებზე. გუნდში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არც რაიმე ჰონორარი გაიცემა.
გუნდის ძირითად დაფინანსების წყაროს ჩატარებული კონცერტებიდან და შოუებიდან მიღებული თანხა წარმოადგენს. ამ მხრივ მათ მრავალ ქვეყანაში უხდებათ მოგზაურობა. გუნდი სექტემბერში ჩინეთს ეწვევა. გუნდის პრეზიდენდის, სტივ მურანის თქმით, ყოველი კონცერტის დასრულების შემდეგ, ისინი ახალი ენერგიით იწყებენ მზადებას მომავალი რეპერტუარისათვის. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას მიჰყავს მსმენელი მუსიკის ჭეშმარიტ ჰარმონიამდე.