ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბობ მარლეის ახალი დისკი


ბობ მარლეის ახალი დისკი
ბობ მარლეის ახალი დისკი

რეგეის ვარსკვლავის , ლეგენდარული ბობ მარლეის გარდაცვალებიდან 29 წელი გავიდა მარგრამ დღემდე მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არ ივიწყებენ მას და მის შემოქმედებას აცოცხლებენ.

ბობ მარლეისადმი მიძღვნილ დისკის ჩაწერაში 6 სხვადასხვა ქვეყნის მომღერალმა მიიღო მონაწილეობა.ჯგუფი ფუნკადესი, რომელიც 9 კაცისაგან შედგება და ამერიკაში მოღვაწეობს, ბობ მარლეის სიმღერას real situation-ს განსაკუთრებულ ელფერს მატებს მასში კარიბის კუნძულების, ინდური და ლათინური მუსიკის ელემენტების დამატებით. 9 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში არიან ევროპელები, აფრიკელები, მუსიკოსები ინდოეთიდან და იამაიკიდან, ასევე ლათინური ამერიკიდან. ჯგუფის განსაკუთრბული შესრულების მანერა კი თავად პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ აღნიშნა. „ ჯგუფი იმდენად დიდი მუხტის მომტანია რომ სიტყვებიც არ მყოფნის“ თქვა პრეზიდენტმა ფუნკადესის მოსმენის შემდეგ.

ხოლო მაყურებლის დადებითი ემოციებით დამუხტვა და მშვიდობისა და ჰარმონიის ქადაგება ბობ მარლეის ცხოვრების მიზანი იყო. იამაიკაზე დაბადებული მუსიკოსი გასული საუკუნის 60-იან წლებში გახდა ჯგუფი ვეილერსის წევრი ხოლო მოგვიანებით მისი ლიდერი. 1994 წელს ჯგუფი როკენროლის დიდების პანთეონში გააწევრიანეს, ხოლო წელს ვეილერსის სიმღერამ concrete jangle -მა კრებულიდან “catch a fire” გრემის დიდების დარბაზში დაიმკვიდრა ადგილი.

„რეგეის ლეგენდის ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ახალი კრებულში სიმღერას, „concrete jangle „ ბრაზილიელი ახალბედა მომღერალი სეაუ ასრულებს.

სამხრეთ აფრიკელმა როკი დავუნიმ კი ახალი კომპაქტ დისკისთვის, ვეილერსის 1978 წლის სიმღერა „sun is shining“ ჩაწერა.

XS
SM
MD
LG