ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, საჰაერო დარტყმების შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 11 ბავშვი იყო. სამიზნე რელიგიური სკოლა აღმოჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ.
ტახარის პროვინციაში საჰაერო იერიში სამდღიანი შეტაკებების შემდეგ მოხდა. ერთმანეთს დაჯგუფება თალიბანისა და ავღანეთის თავდაცვის ძალები ებრძვიან. შეტაკებების შედეგად, 24-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა გარდაცვლილი. ოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია 14 ადამიანი.
თალიბანსა და ამერიკის მიერ მხარდაჭერილ ავღანეთის მთავრობას შორის სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც შიდა ავღანური სამშვიდობო მოლაპრაკებები დაიწყო ყატარში.
ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, რომ მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც მისცემს ქვეყანას შესაძლებლობას დაასრულოს 19-წლიანი სამხედრო ჩარევა ავღანეთში. ეს ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომია.