ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ კვირაში ქაბულში მდებარე სამშობიაროზე განხორციელებულ სასიკვდილო თავდასხმაში "თალიბანი" დაადანაშაულეს. ეს განცხადება ეწინააღმდეგებოდა შეერთებული შტატების პოზიციას იმის თაობაზე, რომ თავდასხმა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა მოაწყვეს.
სამმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც პოლიციის ფორმებით იყვნენ შენიღბულნი, კლინიკაში 24 მოკლა, მათ შორის 2 ახალშობილი. კლინიკას ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" მართავდა.
არც ერთ ტერორისტულ, თუ სხვა დაჯგუფებას თავდასხმაზე პასუხიმსგებლობა არ აუღია. მასთან კავშირს უარყოფს "თალიბანიც".
ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთში ზალმაი ხალილზადი, რომელიც "თალიბანთან" შეთანხმების პაქტზე მუშაობდა, ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს" ადანაშაულებს და ამბობს, რომ სწორედ ის ეწინააღმდეგებოდა "თალიბანთან" შეთანხმების გაფორმებას და ომისა და სისხლისღვრის განახლებას ცდილობს.
ბრალეულობას უარყოფს "თალიბანიც". ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალე ამბობს, რომ "თალიბანის" ტყუილების დაჯერება გულუბრყვილობა და მიამიტობაა.