ოთხშაბათს, ავღანეთის მთავრობამ 100 თალიბი პატიმარი გაათავისუფლა. ეს მთავრობის მხრიდან სამშვიდობო პროცესის გასაგრძელებლად გადადგმული პირველი ნაბიჯია რადიკალ ისლამისტებთან. ქაბულმა პატიმრები გაათავისუფლა მიუხედავად იმისა, რომ თალიბანი პატიმრების გაცვლის მოლაპარაკებებს გაეთიშა და მთავრობასთან დიალოგზე უარს ამბობს.
პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებული გამოწვევები ართულებს ამერიკასა და თალიბანს შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც ქვეყანაში 18-წლიანი ომი უნდა დაამთავროს.
ამ ფონზე, ნატო აცხადებს, რომ ავღანეთში განლაგებულ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა და მასზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ნატოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არ არის მსხვერპლი.
Facebook Forum