რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მისი აზრით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი დათანხმდება ბირთვულ განიარაღებას, თუკი ის ავდაპირველად უსაფრთხოებს გარანტიებს მიიღებს. ეს კომენტარი პუტინმა ხუთშაბათს გააკეთა, მას შემდეგ, რაც ქალაქ ვლადივოსტოკში კიმ ჩენ უნთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბირთვული განიარაღებისადმი ეტაპობრივი მიდგომაა საჭირო, პარალელურად კი შეერთებული შტატები და ჩრდილო კორეა ნდობის აღსადგენად ნელ-ნელა გადადგამენ ნაბიჯებს.
"თუკი ერთმანეთის ინტერესების პატივისცემით, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ,მაშინ ეს მიზანი შეიძლება იყოს მიღწეული", - თქვა პუტინმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით.