ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი მაიკ პომპეოს აკრიტიკებს


ამერიკასთან მოლაპარაკებების შეფერხების კვალდაკვალ ჩრდილოეთ კორეა თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებს აკრიტიკებს. თუმცა, მისი კრიტიკა პრეზიდენტ ტრამპს არ შეხებია.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გამუდმებით გამოხატავდა პოზიციას, რომ მას მოლაპარაკებების გამართვა უშუალოდ დონალდ ტრამპთან ერჩივნა, რადგან მას ბევრ საკუთარ მრჩეველ-მოადგილესთან შედარებით, უფრო შემრიგებლური დამოკიდებულება აქვს ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეა ცდილობს მოლაპარაკებების გაგრძელების საჭიროებას ფრთხილად გაუსვას ხაზი ისე, რომ ეს ფორმატი სრულად არ იქნას უარყოფილი. ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ეს ჩრდილოეთ კორეისთვის მართებული სტრატეგიაა და სანამ ისინი "ტრამპს არ შეეხებიან", მოლაპარაკებების გაგრძელების შანსი ბოლომდე დაკარგული არ არის.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ საგარეო სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი "მაიკ პომპეო უაზრობას ლაპარაკობს". ფხენიანი პომპეოს ბირთვული განიარაღების თაობაზე გაუმართლებელი მოთხოვნების წაყენებაშიც ადანაშაულებს. თუმცა სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ის ჩრდილოეთ კორეასთან მომლაპარაკებელი გუნდის ლიდერად რჩება და არაფერი შეცვლილა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG