ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ამერიკის მთავარ დიპლომატთან დალაპარაკებაზე უარს აცხადებს


ჩრდილოეთ კორეა მოითხოვს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღარ მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებაში, რომელშიც ბირთვული იარაღის პროგრამის საკითხი იქნება ჩართული.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირმა, კვონ უნ განმა თქვა, რომ ფხენიანს სურს საქმე ჰქონდეს ვინმე სხვასთან, რომელიც „კომუნიკაციაში უფრო ფრთხილი და გამოცდილია.“

კვონის კომენტარი, რეჟიმის მიერ ახალი „ტაქტიკური მართული იარაღის“ გამოცდის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა. იარაღის ეს გამოცდა ფხენიანის სამხედრო შესაძლებლობების უახლესი ჩვენება გახდა.

XS
SM
MD
LG