მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბულის აეროპორტი დაიკავა, პირველი საერთაშორისო ფრენა ხუთშაბათს განხორციელდა. რეისზე 100-ზე მეტი უცხოელი იყო, მათ შორის - ამერიკის მოქალაქეები. თალიბანი ამბობს, რომ საერთაშორისო კომერციული ფრენები გაგრძელდება. დასავლეთი ამ ნაბიჯს ავღანეთში ფუნქციური მთავრობის ჩამოყალიბების მიმართულებით მნიშვნელოვან სვლად აფასებს.
თუმცა, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია ისლამისტების მხრიდან გავრცელებულ ძალადობის შემთხვევებზე. მათი მსხვერპლი ძირითადად ქალები, უცხოეთის მოქალაქეები და ჟურნალისტები არიან.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონი და ბერლინი ავღანეთზე მოლაპარაკებას მასპინძლობენგაეროს საგანგებო წარმომადგენელმა ავღანეთში დებორა ლაიონსმა უშიშროების საბჭოს უთხრა, რომ ძალადობას ასევე ადგილი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომლებიც ქალებს და მათ თავისუფლებებს უჭერენ მხარს. ლაიონსის თქმით. ძალადობის და დამცირების მსხვერპლი ავღანეთში გაეროს წარმომადგენლებიც ხდებიან.
"გაერთიანებელი ერების ორგანიზაცია ვერ შეძლებს სამუშაოს გაგრძელებას, სამუშაოს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავღანელი ხალხისთვის, თუკი მისი პერსონალი დამცირების და სიცოცხლის მოსპობის შიშის ქვეშ იქნება და მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ექნათ" - აცხადებს გაეროს წარმომადგენელი ავღანეთში.