43 ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში

ავღანეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, სულ მცირე 43 ჯარისკაცი დაიღუპა დღეს თალიბანის მიერ სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას.

ასევე 9 ჯარისკაცი დაიჭრა და 6 გაუჩინარდა ყანდაარის მახლობლად მდებარე ბაზაზე თავდასხმისას. სამინისტროს ინფორმაციით, ლიკვიდირებულია თალიბანის 10 მებრძოლი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო, დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 60 ჯარისკაცი დაიღუპა.

თავდასხმა მანქანის აფეთქებით დაიწყო, შემდეგ კი შეიარაღებული პირები სამხედრო ბაზაზე შეიჭრნენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ავღანეთში უკვე მესამე თავდასხმაა.სულ მცირე 52 ადამიანი დაიღუპა სამშაბათს პოლიციის საწვრთნელ ცენტრში მომხდარი თავდასხმისას.