სულ ცოტა, 20 დაღუპული და ათეულობით დაჭრილი - ასე დასრულდა დღეს ავღანეთის აღმოსავლეთში მომხდარი მორიგი თავდასხმა. ტერორისტებმა იერიში ადგილობრივი პოლიციის საწვრთნელ ცენტრზე მიიტანეს.
თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა ჯერ დასახლება გარდეზში მდებარე ცენტრის შორიახლოს დააყენა. მანქანის აფეთქების შემდეგ, პოლიციელთა საწვრთნელ ცენტრს შეიარაღებული ადამიანების ჯგუფმა შეუტია.
შეტევა მოგერიებულია, მაგრამ დაღუპულთა შორის არიან პოლიციელებიც და თავდამსხმელებიც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია ადგილობრივი პოლიციის შეფიც. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
Facebook Forum