უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე აამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ორშაბათს პოლონელმა მძღოლებმა საზღვრის ბლოკადა შეწყვიტეს, საზღვარი 100-მდე სატვირთომ გადაკვეთა.
სერჰი დერკაჩი ამბობს, რომ კიევი იმეედოვნებს, ბლოკადა შეწყდება სამ სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეც, სადაც ასევე არაერთი ტრაილერი ელოდება გზის გახსნას. პოლონელი მძღოლები იმ საშეღავათო პირობებს აპროტესტებენ, რაც ევროკავშირმა უკრაინელ მძღოლებს ომის დაწყების შემდეგ დაუწესა. პოლონელი და ასევე სლოვაკი მძღოლები ამბობენ, რომ ეს მათ არათანაბარ და არახელსაყრელი კონკურენციის პირობებში აყენებს.
პოლონური მაუწყებელი "პოლსატი" ორშაბათს იუწყებოდა, რომ ბლოკადის შეწყვეტის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მერმა მიიღო და ეს იაჰოდინ-დოროჰასკის პუნქტს შეეხებოდა. რადგან მერი შიშობს, რომ ეს ბლოკადა ადგილობრივ დასაქმებულებს უქმნიდა საფრთხეს. "დაახლოებით 100-მა ავტომობილმა უკვე გადაკვეთა საზღვარი და ჩვენ სხვა პუნქტების გახსნაზეც ვმუშაობთ", - თქვა მან უკრაინული ტელევიზიის ეთერში.
ასევე ნახეთ: პოლონელი მძღოლების ბლოკადა უკრაინის სამხედრო დახმარებას აფერხებსმერის თქმით, მძღოლების მცდელობამ, კვლავ ჩაეკეტათ გზა, მოძრაობა ვერ შეაფერხა. ტრაილერებმა კი ალტერნატიული გზა გამოიყენეს.
ათასობით სატვირთოს კომერციული ტვირთი გადააქვს, რომლებიც კვირებია პოლონეთ-უკრაინის საზღვარზეა გაჩერებული. პროტესტი 8 ნოემბერს დაიწყო. პოლონელი სატვირთოებს მძღოლები ევროკავშირში შესვლის მსურველ უკრაინულ სატრანსპორტო კომპანიებსა და მძღოლებზე შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ. პოლონელი და სლოვაკი მძღოლები ამბობენ, რომ უკრაინელები ომის გამო დაწესებულ შეღავათებს - ნებართვის გარეშე ბლოკში შესვლის უფლებას - იმისთვის იყენებენ, რომ საბოლოოდ ფასები დაწიონ და კლიენტებს ისეთი სერვისები და ისეთი ფასები შესთავაზონ, რისი უფლებაც სხვებს არ აქვთ.