იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატა ფორმალურად დაითხოვა.
ამ გადაწყვეტილებამდე 3 დღით ადრე, აბემ მოულოდნელად ვადამდელი არჩევნები 22 ოქტომბერს დანიშნა. ჩრდილოეთ კორეის კრიზისის გაძლიერების ფონზე, პრემიერ-მინისტრი იაპონელებში მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს.
ვადამდელ არჩევნებში გამარჯვება აბეს საშუალებას მისცემს ხელისუფლებაში 2021 წლამდე დარჩეს.
თუმცა, პრემიერ-მინისტრის მმართველ ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას მოულოდნელად კონკურენციას უწევს ტოკიოს გუბერნატორის იურიკო კოილეს ახლადდაფუძნებული “იმედის პარტია”, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა.