ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პრემიერმა პერლ-ჰარბორის მემორიალი მოინახულა


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან დღეს დაგეგმილ შეხვედრამდე, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ რამდენიმე მემორიალი მოინახულა. პერლ-ჰარბორში მან პატივი მიაგო 2 400 ამერიკელს, რომლებიც 1941 წელს იაპონიის მიერ განხორციელებულ თავდასხმაში დაიღუპნენ და რომელმაც ამერიკის მეორე მსოფლიო ომში ჩართვა განაპირობა.

შინზო აბე იაპონიის პირველი პრემიერია, რომელიც მემორიალზე 1951 წლის შემდეგ მივიდა. თუმცა, მისმა ადმინისტრაციამ გარკვევით განაცხადა, რომ ეს ჟესტი ომის დროს მომხდარი თავდასხმისთვის ბოდიშის მოხდას არ წარმოადგენს. არამედ, პრემიერის სურვილია აჩვენოს, თუ როგორ განვითარდა ამერიკა-იაპონიის ურთიერთობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

XS
SM
MD
LG