პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას ჩინური სოცმედიის პლატფორმების „TikTok"– სა და „WeChat” -ის აკრძალვის შესახებ, ანალიტიკოსები აშშ-ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობის ესკალაციად აფასებენ.
6 აგვისტოს, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აპლიკაციები საფრთხეს უქმის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას. ბრძანების მიხედვით, 45 დღის განმავლობაში, ამერიკელებს ეკრძალებათ „TikTok”- ისა და „WeChat” - ის მფლობელ კომპანიებთან, რაიმე სახის ოპერაციების განხორციელება. რაც ნიშნავს, რომ ამერიკული კომპანიები და ფიზიკური პირები, ვერ შეძლებენ პლატფორმაზე რეკლამის განთავსებას ან ამ კომპანიებთან სალიცენზიო ხელშეკრულებების გაფორმებას.
ასევე ნახეთ: "ტიკ-ტოკის" უპრეცედენტო საქმერა მყისიერი და გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება ორი ჩინურკი აპლიკაციას დაბლოკვას ამის შესახებ, "ამერიკის ხმა" ხელისუფლების წარმომადგენლ ოფიციალურ პირებსა და კვლევითი ორგანიზაციების ექსპერტებს ესაუბრა.
ორი ინტერნეტი: ერთი კონტროლირებული აშშ-ის, მეორე კი ჩინეთის მიერ
კომპანია „გუგლის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ერიკ შმიდტი ჯერ კიდევ 2018 წელს ამბობდა, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში, მსოფლიოს ორი განსხვავებული ინტერნეტი ექნებოდა - ერთი აშშ-ის და მეორე ჩინეთის მიერ მართული. ორი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, შმიდტის პროგნოზი მართლდება.
„ტრამპის ადმინისტრაციამ თავდაცვითი ზომები მიიღო, რადგან მსოფლიოში, ინტერნეტი ჩინეთის მიერ ორ ნაწილად დაიყო - ერთი თავისუფალია, მეორე კი „ტყვეობაში“ - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირი.
ასევე ნახეთ: "TikTok" ამერიკაში დარჩენის გზებს ეძებსოფიციალური პირი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცხადებს, რომ ჩინეთი სამთავრობო ძალით, ცდილობს ინტერნეტის თავისუფლება შეზღუდოს. წყაროს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება იცავს თავისუფალ ინტერნეტს და იცავს ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლების უარყოფითი გავლენებისგან.
ამერიკელების მრავალგვარი რეაქცია
„TikTok” ამერიკელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აპლიკაციაა. აშშ-ში აპლიკაციას, ყოველთვიურად, 800 000 000 - ზე მეტი აქტიური მომხმნარებელი ჰყავს. განსსხვავებით „WeChat”- გან, რომელსაც აშშ-ში ძირითადად ჩინური დიასპორა იყენებს, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან საკონტაქტოდ.
რაც შეეხება თავად ამერიკულ სოცმედიის პლატფორმებს, მათი სრული უმრავლესობა ჩინეთში აკრძალულია. აკრტძალულ აპლიკაციებს შორისაა „Line”, “WhatsApp”, “Facebook” და „Instagram”. ამჟამად, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი აპლიკაცია, რომელიც ჩინეთსა და აშშ-ს აკავშირებს, „WeChat” - ია.
ასევე ნახეთ: ჰუავეი მოწინავე ჩიპების წარმოებას აჩერებს