რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოფიციალურ პირებს განკარგულება მისცა, შემდეგ კვირაში მასიური ვაქცინაცია დაიწყონ და აცრის პროგრამაში ყველა რუსი ჩართონ.
13 იანვარს, ვიდეო ხიდით გამართულ მთავრობის სხდომაზე, პუტინმა ოფიციალურ პირებს უთხრა: “გთხოვთ, უკვე შემდეგ კვირაში მთელი მოსახლეობის აცრა დაიწყოთ.” იმავე დროს, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთში დამზადებული ინექცია “მსოფლიოში საუკეთესოა”.
ასევე ნახეთ: რუსული ვაქცინა და ალკოჰოლი - ვის ურჩევნია საახალწლო სუფრა იმუნიტეტს?
პუტინმა თქვა, რომ რუსეთი თავისი “სპუტნიკ-V”ვაქცინის წარმოების მკვეთრად გასაზრდელი “შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოამზადოს”.
რუსეთმა, რომელიც ვირუსით დასნებოვნების შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, გასულ თვეში მასშტაბური აცრები დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა კლინიკური გამოცდების მხოლოდ მესამე ფაზაში იყო.
პრემიერ მინისტრის მოადგილე ტატიანა გოლიკოვამ თქვა, რომ 18 იანვრისთვის, ხელისუფლება პროგრამის გასაფართოებლად მზად იქნება.